„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეების თქმით, სამართალდამცველებმა მათ წაართვეს პულივიზატორები, რომლითაც წარწერები უნდა გაეკეთებინათ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები ესროლეს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ამ დროისთვისაც დაძაბულია. ადგილზე მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

ოფისთან შეკრებილები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.