დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

12:50, 12.06.2018

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა.

პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.

უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი