დღეს, 22:00 საათზე, პირველ არხზე კიდევ ერთი დებატი გაიმართება. ამჯერად ერთმანეთს დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა და ლევან ჩხეიძე დაუპირისპირდებიან. ეს არის მეორე დებატი კვალიფიციურ კანდიდატებს შორის.
კვალიფიციური კანდიდატები ორ ჯგუფად კანდიდატების წარმომადგენლების მონაწილეობით ცესკო-ში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ.
პირველმა არხმა საპრეზიდენტო კანდიდატებს რამდენიმე ფორმატი შესთავზა. მათ ჰქონდათ საშუალება, ერთმანეთი დებატში გამოეწვიათ და დათანხმების შემთხვევაში, მათთვის საეთერო დრო დაეთმო. პირველ არხზე გამოწვევის ექვსი დებატი გაიმართა.
ამასთან, 12 ოქტომბერს ჩატარდა დებატი არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორის, 19 ოქტომბერს კი ერთმანეთის პირისპირ კვალიფიციური კანდიდატები წარდგნენ.