დევიდ ლი - საქართველოს ისტორიაში ამაზე უკეთესი საინვესტიციო კლიმატი არასდროს ყოფილა
დევიდ ლი - საქართველოს ისტორიაში ამაზე უკეთესი საინვესტიციო კლიმატი  არასდროს ყოფილა

ევროპის ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი დევიდ ლი აცხადებს, რომ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო კლიმატია და ბიზნესმენებს ქვეყანაში ფულის დაბანდებისკენ მოუწოდებს.

„თუ ქვეყანას უნდა ეკონომიკის განვითარება, ეს შესაძლებელია მხოლოდ ინვესტიციების გაზრდით. საქართველოში დღეს გაზრდილია ინვესტიციები, მაგრამ საჭიროა მეტი. საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა ევროპიდან, მათ შორის ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დახმარებით.

ევროპის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ საინვესტიციო კლიმატი საქართველოს ისტორიაში ამაზე უკეთესი არასდროს ყოფილა. ვინც მომისმენს, მინდა ვურჩიო – ჩადეთ ინვესტიცია საქართველოში, ეს საუკეთესო დროა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დევიდ ლიმ.

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2017 წელს 16 პროცენტით გაიზარდა და 1,861 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.