დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა
დეპუტატი ზაალ მიქელაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა დღეს პარლამენტის წევრმა აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ გაიკეთა.

დეპუტატი ამბობს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამ ვირუსის დასაძლევად ერთადერთი გზა აცრაა. ცივილიზებულმა მსოფლიომ არაერთხელ ძალიან ბევრ გადამდებ დაავადებას უშველა სწორედ იმუნიზაციით. არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, ჩვენმა თაობამ იცის, ბევრი ვირუსი დამარცხებულა აცრით. დღეს ითვლება, რომ არ გვაქვს ეთიოტროპული მედიკამენტი ამ ვირუსის, ერთადერთი გადარჩენა ვირუსისგან არის იმუნიზაცია. ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ადამიანებია მხრიდან, როდის გავიხსნებით. შემიძლია, მათ ვუთხრა, ამოცანის გასაღები ჩვენი მოქალაქეების ხელშია, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება პროგრამაში და გაიკეთებს აცრას, მით ადრე მოგვეცემა საშუალება, გავხსნათ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.