დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს
დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ განცხადება შმიგალმა ამერიკულ გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში გააკეთა.

შმიგალი დღეს ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა.

უკრაინის პრემიერის თქმით, პარტნიორების მხრიდან უკრაინაზე კონტრშეტევის დაწყების მოთხოვნით ზეწოლა არ ხორციელდება.

„ყველა ჩვენი მეგობარი და პარატნიორი მკაფიოდ ხვდება, რომ კონტრშეტევისთვის აუცილებელია 100%-იანი მზადყოფნა და შეიძლება მეტიც“, – განაცხადა შმიგალმა.

ამავე ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების სოციალურ ქსელებში გავრცელება ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ საკუთარი მიწის გათავისუფლებას.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორებიცაა ტანკები, საბრძოლო მასალა, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა“, – აღნიშნა შმიგალმა.