დენის შმიგალი - უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
დენის შმიგალი - უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება

უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურებული იქნება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“, – ამბობს შმიგალი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა კონგრესის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზეც. მისი თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი კენჭისყრის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა შაბათს, 20 აპრილს ჩაატარებს კენჭისყრას უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტზე, რომელიც ჯამში 61 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.