დენის შმიგალი - რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, დაზიანებულია 20 ქვესადგური და რამდენიმე ელექტროსადგური
დენის შმიგალი - რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, დაზიანებულია 20 ქვესადგური და რამდენიმე ელექტროსადგური

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაზიანებულია 20 ქვესადგური და რამდენიმე ელექტროსადგური.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე დღე დასჭირდება.

ელექტროენერგიის მიწოდება სამ ეტაპად განახლდება, პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, შემდეგ კი მოსახლეობასა და სამრეწველო სფეროს განუახლდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.

როგორც ცნობილია, რუსი სამხედროების სამიზნე სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი იყო, თუმცა „დნეპროჰესმა“ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო.