დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობა ჯერ არ არის
დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობა ჯერ არ არის

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობა ჯერ არ არის. ამის შესახებ შმიგალმა სააგენტო „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეფასებამ აჩვენა, რომ მობილიზაციის ასეთი მასშტაბი არ არის აუცილებელი, ფრონტის ხაზზე როტაციისა და შეიარაღების მიწოდების გათვალისწინებით.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და „დიდი შვიდეულის“ მოკავშირეებს უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის.

როგორც შმიგალმა განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება აქტიურ დიალოგს აწარმოებს კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებთან.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით პოზიტიურ სიახლეებს მიმდინარე თვეში ან, მაქსიმუმ, მომავალ თვეში ელოდება.