დენდროლოგიური პარკი ოთხ დღეში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახსნიდან დღემდე 100 000-ზე მეტმა სტუმარმა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნიდან დღემდე, ოთხი დღის განმავლობაში, 100 000-ზე მეტი სტუმარი გვეწვია! მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის და, განსაკუთრებით, იმ გულწრფელი ემოციების გამოხატვისთვის, რასაც თქვენი შთაბეჭდილებების სახით ვიღებთ, მათ შორის, პირად შეტყობინებებშიც. მადლობა და გელით კვლავ“, – ნათქვამია დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. პარკში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასოა.