შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი პირველ დამთვალიერებლებს მასპინძლობს [ფოტო]
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი პირველ დამთვალიერებლებს მასპინძლობს [ფოტო]

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა და დამთვალიერებელს მასპინძლობს.

შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, 18 ჰექტარზე, გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი.

მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი.

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად, გაშენებულია ბამბუკების კორომი, ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა.