დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ.
მისივე თქმით, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.
„ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ რომ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან. ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოსა და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქზე“.