დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლოზ გიგატაძე გეგმავს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლოზ გიგატაძე გეგმავს

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი ნიკოლოზ გიგატაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლასა და მის ზიარებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ნიკოლოზ გიგატაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ამ საკითხზე განცხადებას დღეს გააკეთებს.

როდის აზიარებს მსჯავრდებულ დეკანოზს მოძღვარი, ჯერ უცნობია. მისი თქმით, თბილისში ჩასვლას გიორგი მამალაძის ოჯახთან და თავად მსჯავრდებულთან შეთანხმების შემდეგ აპირებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა, 4 თებერვალს თბილისში, საპატრიარქოს შენობასთან აქცია გამართეს. ისინი დაკავებული დეკანოზისთვის საპატიმროში ზიარების უფლებას მოითხოვდნენ.

5 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნებისმიერ მღვდელმსახურს შეუძლია, გიორგი მამალაძე აზიაროს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა“.