დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს.
როგორც დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ პირველ არხს განუცხადა, დღეს ღამეს საპატრიარქოსთან კარვებში გაათევენ და აღნიშნა, რომ პროტესტის ამ ფორმისკენ მათ საპატრიარქოს უმოქმედობამ უბიძგათ.
„ამ სიცივეში კარავში ღამის გათენება არავის ეხალისება, თუმცა ჩვენ ოჯახს სხვა გზა არ დაგვიტოვეს. აქ ვდგავართ მთელი დღეა და არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა საპატრიარქოს მხრიდან. ვითხოვთ, ჩემს ძმას მიეცეს საპატიმროში ზიარების უფლება, ასევე ის გათავისუფლდეს იმ უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც საპატრიარქოში არსებული დაჯგუფებების გამო მოხდა. ორი წელია, რაც ოჯახი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი სიმართლე დამტკიცდეს, თუმცა უშედეგოდ. მისი ჯანმრთელობა და სულიერი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება“, -განაცხადა თორნიკე მამალაძემ.