დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის წინააღმდეგ შესაგებელი სარჩელი შეიტანა
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის წინააღმდეგ შესაგებელი სარჩელი შეიტანა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდების მხარე დეკანოზისთვის ანგარების ნაწილში ბრალის დამძიმებას მოითხოვს. მამალაძის უფლებადამცველები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ, არ იქნეს გათვალისწინებული ბრალდების მხარის სარჩელი. ადვოკატის განცხადებით, ანგარების ნაწილში მსჯავრდებული მღვდელი უდანაშაულოა, ისევე როგორც მთლიანად „ციანიდის საქმეში“.
„იმ დიდი უკანონობის ფონზე იყო მინიმალური სტანდარტი, რომ ანგარების ნაწილი მაინც მოხსნილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ ეს მინიმალური ობიექტურობის სტანდარტიც არ აკმაყოფილებთ და უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს, რათა ბრალდება დამძიმდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს შესაგებელი შევიტანეთ, რომლითაც პროკურატურის ე.წ. საჩივარს ვპასუხობთ“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.