ადვოკატი აცხადებს, რომ ვაკეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება
ადვოკატი აცხადებს, რომ ვაკეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება

ადვოკატი ტარიელ კიკნაძე აცხადებს, რომ ვაკეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ელოდება. ამის შესახებ ტარიელ კიკნაძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებები.

მისივე განცხადებით, ყველაფერზე საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ისაუბრებს.

„ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები. ლაშა ფურცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, დამნაშავე ვარო“, – აღნიშნა ადვოკატმა.

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე გამოკითხვაზე გუშინ საღამოდან იმყოფება და ამ დრომდე რჩება პოლიციის განყოფილებაში.