დედოფლისწყაროს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დაუდასტურა.
„ფაქტი წუხელ, დაახლოებით 00:15 საათზე მოხდა. ცეცხლი დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ჩააქრო. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტებიც. ხანძრის გაჩენის სამი ვერსია გვაქვს: ფეირვერკების ჩამოცვენილი ნაწილაკებიდან, ან ელექტროენერგიიდან გაუჩნდა ხანძარი, ან მიზანმიმართულად გაუჩინა ვინმემ“, – განაცხადა დედოფლისწყაროს მერმა.
მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც მთავარი ნაძვის ხე იდგა, დასუფთავების სამსახურმა უკვე დაასუფთავა.