დედის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში საცხოვრებელი სახლის აივნები ყვავილებით მოირთვება
დედის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში საცხოვრებელი სახლის აივნები ყვავილებით მოირთვება

დედის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ბეგაძის ინიციატივით, თამარ მეფის გამზირიდან რუსთაველის მოედნამდე ყველა საცხოვრებელი სახლის აივანი ყვავილებით მოირთვება.

ამასთან, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების დედებს პირადად მიულოცავს დედის დღეს. მოგვიანებით, რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში ქალთა ნამუშევრების გამოფენა დაიწყება, 15:00 საათზე კი, დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელზეც მრავალშვილიანი დედები დაესწრებიან.

ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერიის სიმბოლურ საჩუქარს მიიღებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედები და მუნიციპალურ თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები.