„თელასის“ ცნობით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IIIა, V, VI, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ნოზაძის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, მაისურაძის და ბაბილოძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, სანაპიროს, ნიშნიანიძის, ჭანტურიას, ათონელის, ასათიანის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, გერცენის, ხაზინის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ზაქარიაძის, იოსებიძის, შარტავას, ანაგის, კანდელაკის, ბოჭორიშვილის, ამაშუკელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, ბერიტაშვილის, დგებუაძის, კვაჭაძის და გვარამაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას. 14:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ხუდადოვის, მახალდიანის, თოფურიძის, ზაქრაძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დარიალის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.