დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00-დან 15:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ, სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ნატბეურების დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ყურაშვილის, მირიან მეფის, პეტრე იბერის, ვიქტორ ნოზაძის, გოდერძი ჩოხელის, გრიგოლ ფერაძის, ბერაძის და კვერნაძის ქუჩების აბონენტებისთვის.

„ასევე 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირს, კოსტავასა და ბახტრიონის ქუჩებს. დიდუბის რაიონში ელექტროენერგია 11:00-დან 15:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბაქრაძისა და ჩაჩავას ქუჩების აბონენტებისთვის.

ელექტროენერგიაზე შეზღუდვა გლდანის რაიონში 12:00-დან 12:30 საათამდე გავრცელდება, საუბარია სოფელი გლდანის, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, ქერჩიას და ღების ქუჩებზე.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აღნიშნულია “თელასის” განცხადებაში.