დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, იოსებიძის, ხვიჩიასა და საბურთალოს ქუჩებზე. ასევე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას, მინდელისა და ანჯაფარიძის ქუჩებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება პეტრე იბერისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. სოფელი დიღმისა და სტრაბონის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ.
გლდანის რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, ჭედიას, შუშის, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზაბავრის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, ქერჩის, გოგიაშვილისა და რაზიკაშვილის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე სამგორის რაიონში ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I მიკრორაიონს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ელექტროენერგია ნაწილობრივ შეიზღუდება მოსკოვის გამზირის გამზირზე.
ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილისა და იმედაძის ქუჩებზე.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ცემისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება მთაწმინდის რაიონს. საუბარია რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვისა და ზუბალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის, ღოღობერიძისა და თელეთის ქუჩებზე.
ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეუწყდებათ. საუბარია ხუდადოვის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ტყეკულტურისა და სტურუას ქუჩებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ნაძალადევის რაიონშიც – მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურამიშვილის გამზირსა და გვაზაურის ქუჩაზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.