კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„ვაკის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, კოკა კლდიაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე დროის შუალედში ერთი საათით შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის, ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“,I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და დავით სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს (ნაწილობრივ), მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, არჩილ კერესელიძის, ალექსი გოგოლაურის, აგლაძის და დიდუბის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ვასო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ კომპანია “თელასში”.