დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

ისნის რაიონი – ​11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), არბოშიკის, სამასი არაგველის, იალბუზის, შავსოფლის, ბოდბის, ლუსინიანის, ბოჭორმის და გლახო ზახაროვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.​ 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და სოფელ დიდი ლილოს მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს. 12:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის, მისის დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, მიხა ხელაშვილის და ექვთიმე ხელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟღენტის, ზედამზის, სანავარდოს, სამღერეთის, პიონერის, მაჩხაანის, ლაითურის და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ქსნის, ფეიქართა, გარიყულის, თიანეთის, ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის, გამყრელიძის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ფონიჭალის და რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.