„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 30 იანვარს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვის უბნის დასახლების, როინიშვილის და ანაპის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს მთის, ბახტრიონის და ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ფშაველას II კვარტლის, გურიელის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, იუნკერთა და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.