დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გოძიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას; 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას; 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გონაშვილის, მეტეხის, მეფე სოლომონ ბრძენის, მარტყოფის, ხივინის, ქურხულის, ახმეტის, სევანის, ლადო მესხიშვილის, ისნის, მაჭარის, მახათას, დედოფლისწყაროს, ბოროდინის, ფაღავას, ლაგოდეხის, ფერიცვალების,  ღვინის აღმართის, ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის, ერევნის, ირბახის, წურწუმიას, ცისკრის, იუსტინე აბულაძის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ნიკოლოზ იზაშვილის, ბადიაურის, თელავის, ალადაშვილის, დმანისის, სართიჭალის, ხერხეულიძის, ალიხანიანის, დუტუ მეგრელის, ნასაკირალის, რუისის, ჩეხოვის, ურბნისის, იუსტინე ჩუბუნიძის, მთავარანგელოზის და ფოსტის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, გიორგი წერეთლის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ტაბახმელასა და სოფელ წავკისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ლომინაძის, სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძისა და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას; 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:30-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეჩხუმის, გომარეთის, ახტალისა და ბახმაროს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას; 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.