დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას 21 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, 21 ოქტომბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო, 00:00-დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ვეკუას, ხევისპირის, დრანდის, ხიზანიშვილის, მირაქიშვილისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიროტაძის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.