გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის ექვს რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
„დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მოწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ლუბლიანას, ბოხუას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე. 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის აბონენტებს.
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, დავით ჭიჭინაძის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის და ბენდელიანის ქუჩებზე ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება გურამიშვილის გამზირზე, სანზონის დასახლებაში (ნაწილობრივ) და გუდამაყრის ქუჩაზე.
გლდანის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10 საათიდან 18 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III, IVბ მიკრორაიონებს, კალოუბნის, იაკობის, დუმბაძის, გამარჯვების, ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ინტენსიფიკაციის ქუჩის აბონენტებს დენი 11 საათიდან 15 საათამდე შეუწყდებათ.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია 12 საათიდან 18 საათამდე შეუწყდება.
კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 12 საათიდან 18 საათამდე შეეზღუდებათ.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.