დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას რეზიდენციაში მოლაპარაკებისთვის რამდენიმე დეპუტატი გაემგზავრა
ხუთი დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან რეზიდენციაში მოლაპარაკებისთვის გაემგზავრა. რაულ ხაჯიმბამ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს არეულობის შედეგად დატოვა. ადმინისტრაციის შენობაში ამ დრომდე რჩებიან ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ.
„ოპოზიცია“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა.