დავით ზილფიმიანი - თამარ ჟვანია მაშინ გადადგა, როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო
ყველაზე ნაკლებად როცა იყო საჭირო, თამარ ჟვანია მაშინ გადადგა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ჟვანიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.
„იმ ოქმების საფუძველზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ, ვაცხადებ, თამარ ჟვანიას რომც სდომებოდა, მოცემულ სიტუაციაში არჩევნებს ვერ გააყალბებდა. როცა ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო მისი გადადგომა, მაშინ გადადგა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მეც კი სკეპტიკურად ვიყავი და დავინახე, რომ მას არ გაუყალბებია და გადადგა. არ ვიცი, ალბათ, მაინც აპირებდა გადადგომას, მაგრამ არ უნდოდა, გამყალბებლის იმიჯით წასულიყო. ჩვენი კომისიის დასკვნა ერთ კვირაში დაიდება“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დღეს დატოვა.