დავით ზილფიმიანი - რაღაც კარგი თუ კეთდება, გქონდეთ ჩემი თანადგომის იმედი
დავით ზილფიმიანი - რაღაც კარგი თუ კეთდება, გქონდეთ ჩემი თანადგომის იმედი

თუ რაღაც კარგი კეთდება, გქონდეთ ჩემი თანადგომის იმედი, იმ ნაწილში, რაშიც მე კომპეტენტურად ვთვლი თავს, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

„განათლებაში ცვლილებები იგეგმება, ათასი კანონპროექტი მზადდება, მასწავლებლებს 2013 წელს თითქმის გაუორმაგდათ ხელფასები, ახლაც თუ ამას გააკეთებთ და განათლებასა და მეცნიერებაში ინვესტიციას ჩადებთ, მხარს დაგიჭერთ. დიახ, თუ რაღაც კარგი კეთდება, გქონდეთ ჩემი თანადგომის იმედი, იმ ნაწილში, რაშიც მე კომპეტენტურად ვთვლი თავს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მისი განცხადებით, კონკრეტულ თემებზე უმრავლესობა და ოპოზიცია ერთსულოვნები უნდა იყვნენ და საკითხები ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვიტონ.