დავით ზილფიმიანი - ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება დაასრულებს პოლიტიკურ პოლარიზაციას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტები“ წევრი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება დაასრულებს პოლიტიკურ პოლარიზაციას.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გამოეხმაურა სამართლებრივი შეფასებისთვის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საკითხს.
ზილფიმიანმა ფაქტი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემული რეკომენდაციების შესრულების მხრივ აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ერთადერთი გზა დეპოლარიზაციის მიღწევისთვის იქნება სწორედ ის, რომ რაც შეიძლება მალე დავაფიქსიროთ ჩვენ მიერ შესრულებული ყველა მოთხოვნა და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.