დავით ზალკალიანი - არაფერია უფრო გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, რა ბარბაროსული გზით დაიბომბა მარიუპოლის სამშობიარო, ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს
ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს და მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა სახლის დაბომბვას ეხმაურება.
„არაფერია უფრო გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, რა ბარბაროსული გზით დაიბომბა მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“.