დავით ზალკალიანი – არაფერია უფრო გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, რა ბარბაროსული გზით დაიბომბა მარიუპოლის სამშობიარო, ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს
ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს და მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა სახლის დაბომბვას ეხმაურება.
„არაფერია უფრო გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, რა ბარბაროსული გზით დაიბომბა მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა სასწრაფოდ უნდა დასრულდეს“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“.
It is nothing short of devastating to hear of the barbaric bombing of maternity & children’s hospital in #Mariupol. We #StandWithUkraine & strongly condemn this cowardly attack on defenseless, innocent civilians. This shameful massacre must end immediately #StopRussianAggression
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 10, 2022