დავით თარხან-მოურავი - ჩასაფრებისა და ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, პირიქით, შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს
ახლა ისეთი ვითარებაა მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, როცა არაა ჩასაფრებისა და ხელისუფლების კრიტიკის დრო. პირიქით, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.
„ჩვენი გუნდი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, დღეს სწორედ ამას აკეთებს. ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამ მიმართულებაზეა დღეს გადართული მთელი ჩვენი გუნდი“, – აცხადებს დავით თარხან-მოურავი.