კახა კალაძე - მეგობარ ქვეყანაში როდესაც ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება, მოსკოვში კატეგორიულად მიუღებელია
კახა კალაძე - მეგობარ ქვეყანაში როდესაც ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება, მოსკოვში კატეგორიულად მიუღებელია

მეგობარ ქვეყანაში როდესაც ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება, მოსკოვში ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით-თარხან მოურავის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ასეთი ვიზიტი კატეგორიულად მიუღებელია.

„როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება, ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.