დავით თარხან-მოურავი – ჩასაფრებისა და ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, პირიქით, შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს

23:29, 24.03.2020

ახლა ისეთი ვითარებაა მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, როცა არაა ჩასაფრებისა და ხელისუფლების კრიტიკის დრო. პირიქით, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა.

„ჩვენი გუნდი, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, დღეს სწორედ ამას აკეთებს. ვცდილობთ, დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ამ მიმართულებაზეა დღეს გადართული მთელი ჩვენი გუნდი“, – აცხადებს დავით თარხან-მოურავი.

მსგავსი