სოზარ სუბარი - „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა სასტიკი აგრესიის ფონზე მათი მოსკოვში ვიზიტი აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია
სოზარ სუბარი - „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა სასტიკი აგრესიის ფონზე მათი მოსკოვში ვიზიტი აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია

„პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია, როცა სასტიკი აგრესიის ფონზე ხდება მათი ვიზიტი მოსკოვში და გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით-თარხან მოურავის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, სუბარის შეფასებით, მედიის წარმომადგენლებმა კითხვები უნდა დაუსვან ნატო ჩხეიძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ჩხეიძე პარლამენტში შეიყვანა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ დაინტერესდნენ, რას ფიქრობენ იმ ნაბიჯებზე, რასაც თავის დროზე ნატო ჩხეიძე ახორციელებდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსი პოზიციები გასაკვირი არ არის, თუმცა აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია, როცა დღეს, ამ სასტიკი აგრესიის ფონზე ხდება მათი ვიზიტი მოსკოვში და გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა ალბათ კარგი იქნებოდა, თუ კითხვებით მიმართავდით ნატო ჩხეიძესა და იმ პარტიას, რომელმაც ნატო ჩხეიძე პარლამენტში შემოიყვანა. რას ფიქრობენ იმ ნაბიჯებზე, რასაც თავის დროზე ნატო ჩხეიძე ახორციელებდა და ამბობდა, რომ ეს იყო საქართველოს მომავალი.

სწორედ რომან გოცირიძემ შემოიყვანა საქართველოს პარლამენტში ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა რუსულ ინტერესებს და ამით ამაყობდა. ხან კალაშნიკოვს ხვდებოდა, ხან ვის, ხან ვის და მათთან ლაპარაკობდა იმაზე, როგორ არ უნდა გამხდარიყო საქართველო ნატო-ს წევრი და როგორ უნდა ჰქონოდა ნეიტრალიტეტის პოზიცია. სწორედ რომან გოცირიძემ მისცეს შეფასება, რატომ შემოიყვანეს პარლამენტში ნატო ჩხეიძე. „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ იმ ფანჩატურში იჯდა, სადაც ნინო ბურჯანაძე იგივეს აკეთებდა. თუ შეიძლება, კითხვები მათ დაუსვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.