დავით სერგეენკო - ყოფილ ონკოცენტრში ინფრასტრუქტურულად არასახარბიელო მდგომარეობაა
დავით სერგეენკო - ყოფილ ონკოცენტრში ინფრასტრუქტურულად არასახარბიელო მდგომარეობაა

უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს, იგივე ყოფილ ონკოცენტრს, ინფრასტრუქტურულად მართლაც არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, –  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ონკოლოგიური ცენტრის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, რიგი მიმართულებებით მოხერხდა ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამოსწორება, თუმცა პრობლემა რჩება.

„ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ შეგვეძლება განახლებული ხედვა წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, თუ როგორ ვგეგმავთ უკვე მიმდინარე წლის განმავლობაში ამ პროექტის გააქტიურებას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის  თქმით, ყოფილი ონკოცენტრის შენობაში  მიმდინარეობს კოსმეტიკური რემონტი და გარკვეული აპარატურის განახლება მოხერხდა.