დავით სერგეენკო - ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, დაახლოებით ადრე გაზაფხულზე
დავით სერგეენკო - ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, დაახლოებით ადრე გაზაფხულზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მიიღებს.

„ვაქცინა რაც შეიძლება, ადრე უნდა მივიღოთ. მოლაპარაკება გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის ოფისის დირექტორი აქ იმყოფება და გუშინაც გვქონდა ამაზე საუბარი.

ვაქცინას შეძლებისდაგვარად მალე მივიღებთ, ყველაზე გვიან, ადრე გაზაფხულზე“, – აცხადებს სერგეენკო.