დავით სერგეენკო - თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულება საქართველოში დადებითად მიმდინარეობს
ერთი თვის შედეგების მიხედვით, საქართველოში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულება წარმატებით მიმდინარეობს, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ღონისძიებაზე „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თამბაქოს აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულება .
„თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გლობალურად, სიკვდილის შემთხვევების 31% მოდის სწორედ გსსდ-ზე და საქართველოში მისი მაჩვენებელი ორმაგად დიდი, 69 პროცენტია. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და მაისის დასაწყისიდან ძალაში შევიდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯი. თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ამ კანონის აღსრულება, ჩემი აზრით, წარმატებულად მიდის. საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ეს ყველაფერი. .ერთეული დარღვევები იქნება, თუმცა მიმდინარეობა ცალსახად წარმატებულია”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ღონისძიების „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე“ 2018 წლის მთავარი მთავარი გზავნილია- ,თამბაქო ამსხვრევს გულებს“.