დავით სერგეენკო - შეიძლება, ადამიანმა ქვეყნისა ან ოჯახისთვის სიცოცხლე დათმოს, მაგრამ ღირსებას ვერ დათმობს
ადამიანურად ძალიან რთულია, ასეთ პროვოკაციებზე თავი შეიკავო – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
“შეიძლება, ადამიანმა თავისი ქვეყნისთვის ან ოჯახისთვის სიცოცხლე დათმოს, მაგრამ ღირსება ისეთი რამეა, რასაც ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერაფრის გულისთვის ვერ დათმობს. ადამიანურად ამ შემთხვევის ძალიან მესმის”, – განაცხადა სერგეენკომ.
გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.