დავით სერგეენკო - საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას
დავით სერგეენკო - საბედნიეროდ, საქართველოში რევოლუციის პირობები არ დგას

საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცახდებებს, ლეგიტიმური რევოლუციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, სერგეენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ამის პირობები არ დგას.

„მე ჩემს აზრზე ვრჩები, რომ საპარლამენტო ტრიბუნა საუკეთესო საშუალებაა პოზიციის და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის, რათა ქვეყანაში უკეთესი მომავალი იყოს. თუ აქციები მთლიანად ოპოზიციის თუ მათი ნაწილის გადაწყვეტილებაა, ეს მათი არჩევანია და საბოლოო ჯამში, საზოგადოების გადასაწყვეტია, რა იქნება შემდეგ.

ლეგიტიმური რევოლუცია – ამის სპეციალისტი არ ვარ. რაც ადრე მაქვს ნასწავლი რევოლუციის პირობები, საბედნიეროდ საქართველოში არ დგას. ისევ იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მოლაპარაკება და შეძლებისდაგვარად სწრაფვა იქითკენ, რომ საპარლამენტო ტრიბუნა იყოს გამოყენებული პოზიციის და ოპოზიციის პაექრობისთვის. მჯერა, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ეს არის სწორი გზა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.