დავით სერგეენკო - პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, ყველას ვთხოვ, მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ
დავით სერგეენკო - პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, ყველას ვთხოვ, მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლის კუთხით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა.

სერგეენკოს თქმით, ჯერჯერობით პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. ამიტომ, სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, პროფესიონალებს დაუჯერონ და გეგმის მიხედვით, ვაქცინაცია ყველამ ჩაიტაროს.

„საქართველოში უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის. „ასტრაზენეკა“ დადასტურებულად უსაფრთხოა და მას მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები იყენებენ, უკვე მილიონობით ადამიანია აცრილი. იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ დანიაში, ავსტრიასა და რამდენიმე ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში შესასწავლად შეჩერდა პროცესი, დასკვნა გუშინწინ დაიდო და ითქვა, რომ ეს გართულებები, ერთი ფატალური შემთხვევა კავშირში არ არის ვაქცინაციასთან.

ჯერჯერობით ვაქცინაცია პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. ყველას ვთხოვ, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ. „ასტრაზენეკას” ვაქცინა არის უსაფრთხო და ყველამ უნდა გაიკეთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.