დავით სერგეენკო - ოპოზიციამ იმდენი ადამიანის მობილიზაცია ვერ მოახერხა, რამდენის მოლოდინიც ჰქონდა, ცდილობენ, გზების გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა
ოპოზიციამ იმდენი ადამიანის მობილიზაცია ვერ მოახერხა, რამდენის მოლოდინიც ჰქონდა. ცდილობენ, გზების გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს, სამაშველო სამსახურს შეფერხების გარეშე გაატარებდნენ, მაგრამ მაინც ფერხდებოდა მათი გადაადგილება და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოეკიდონ.
„ოპოზიცია ცდილობს, ქუჩის პროტესტები გაააქტიუროს და ვინაიდან იმდენი ადამიანის მობილიზაცია ვერ მოხერხდა, რამდენის მოლოდინიც ჰქონდათ, ცდილობენ, ასე, გზების გადაკეტვით მიიქციონ ყურადღება, რაც სწორი არ არის, რადგან ქალაქს პრობლემები არ უნდა შეუქმნა. აქციის ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ გადაუდებელი დახმარების მანქანებს, სასწრაფოს, სამაშველო სამსახურს შეფერხების გარეშე გაატარებდნენ, მაგრამ რეალურად, შეფერხება მაინც ხდებოდა, რადგან შეუძლებელია ისეთი ორგანიზება, რომ ხალხი მყისიერად გაიყოს, ამიტომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მოეკიდონ. პოლიტიკური ყურადღების ცენტრში ყოფნა ადამიანების სიცოცხლის საპირწონე არ უნდა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას ინფორმაციით, პარტიის ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ.