ლაბორატორიულად დადასტურებული ე.წ. ღორის ღორის გრიპის 18 შემთხვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორიულად დადასტურდა ასევე ზუგდიდის შემთხვევა, სადაც 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
„ავადობის რაოდენობა რჩება ძველ მაჩვენებელზე – 253, რადგან კვირაში ერთხელ იზომება ხოლმე. ხვალ გვიან საღამოს გვეცოდინება წინასწარი მონაცემები. ვინც სტაციონარებში აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებო რჩება. პიკი დიდი ხანია გადავიარეთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.