დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებულის საქმეზე უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენა ჩაინიშნა
დავით ოთხმეზურის მკვლელობაში გამართლებული ასლან ბეჟანიძის საქმეზე უზენაეს სასამართლოში ზეპირი მოსმენა ჩაინიშნა.
პროცესი 28 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
უზენაეს სასამართლოში პროკურატურა ბეჟანიძის მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს.
დავით ოთხმეზური 13 წლის წინ პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე მოკლეს. საქმე მხოლოდ 11 წლის შემდეგ გამოაცხადეს გახსნილად. ოთხმეზურის მკვლელობა ბრალად ედებოდა ასლან ბეჟანიძეს, რომელიც ორმა ინსტანციამ გაამართლა.