სამართალდამცავებმა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს
სამართალდამცავებმა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს

სამართალდამცავებმა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს. დაკავებისას ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ასლან ბეჟანიძეს უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის 29 მარტს მიუსაჯა. მას შემდეგ ის ძებნაში იმყოფებოდა.

ბეჟანიძის უფლებადამცველები მათი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაბარების რეკომენდაციით მიმართავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალს არ აღიარებს.

13 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა, რის შემდეგაც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი წარადგინა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე მიიღო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.

დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში აპირებს.