ადვოკატი მიიჩნევს, რომ ასლან ბეჟანიძე უფრო ადრე უნდა შეეწყალებინათ
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ასლან ბეჟანიძე უფრო ადრე უნდა შეეწყალებინათ

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ასლან ბეჟანიძის შეწყალებას „დაგვიანებული შეწყალების ქრონიკას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის უფრო ადრე უნდა შეეწყალებინათ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი უდანაშაულოა, რაც ორი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა.

„ასლან ბეჟანიძე პირველ და მეორე ინსტანციაში ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ გამართლდა და გათავისუფლდა პატიმრობიდან. თუმცა, უზენაეს სასამართლოში მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ​ევროპის სასამართლოში შეტანილია მე-6 მუხლის დარღვევაზე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და ველოდებით, რომ დადგინდეს მე-6 მუხლის დარღვევა და მოგვეცეს საშუალება, ხელახლა გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში და მოვითხოვოთ სრული გამართლება ასლან ბეჟანიძის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ასლან ბეჟანიძის საქმით დაინტერესებული იყო უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე​ ნინო გვენეტაძე.

​განაჩენი არის კლასიკურად დაუსაბუთებელი, უკანონო და არასამართლიანი და ეს იყო დაგვიანებული შეწყალების ქრონიკაც კი. უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მიიღო პირადი დაინტერესების შედეგად გადაწყვეტილება და განაჩენი. ეს არის დაცვის მხარის მოსაზრება, პროცესზე დადგინდა, რომ ნინო გვენეტაძე საერთოდ არ იცნობდა ამ სისხლის სამართლის საქმეს, ჩვენ გავვიჩნდა ის ეჭვი, რომ ნინო გვენეტაძე არ იყო კეთილსინდისიერი.

ასლან ბეჟანიძეს გააჩნია რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული.​ გეტყვით, რომ მაშინაც და დღესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა​სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა.