დავით მათიკაშვილი - არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, იმედი მაქვს, ასევე მშვიდად დასრულდება
დავით მათიკაშვილი - არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, იმედი მაქვს, ასევე მშვიდად დასრულდება

ვანისა და ხონის 54-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, იმედი მაქვს, ასევე მშვიდად დასრულდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„არის ელექტორატის საკმაოდ მაღალი აქტივობა, რაც არის მისასალმებელი. არანაირი ექსცესი არ ყოფილა. მე იმედი მაქვს, რომ ასევე მშვიდად დასრულდება და ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს. ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ ვანსა და ხონში გივი ჭიჭინაძეს ალტერნატივა არ ჰყავს. მე მწამს, რომ ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.