დავით ჭიჭინაძე - არ მესმის, ოპოზიციის მხრიდან რატომ არის ახირება, რომ 15-20 მაჟორიტარული მანდატი იყოს
დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გაუგებარია, ოპოზიციის ახირება, რომ ქვეყანაში 15-20 მაჟორიტარული ოლქი არსებობდეს.
როგორც ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ განუცხადა, მოსახლეობას 73 მაჟორიტარი დეპუტატი ვერ ემსახურება და საინტერესოა, 15-20 მაჟორიტარი როგორ მოემსახურება.
„კომპრომისი ხალხთან უნდა მოძებნონ და არა პოლიტიკურ პარტიებთან. ხალხთან სალაპარაკო ენა დაკარგეს. 77/73 უფრო კარგი მოდელია. „ქართულ ოცნებას“ მანდატების მოპოვება 73 ოლქში უფრო გაუჭირდება, ვიდრე შემცირებულ ოლქებში. არ მესმის, ოპოზიციის მხრიდან რატომ არის ახირება, რომ 15-20 მაჟორიტარული მანდატი იყოს. ეს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ნიშნავს. მოსახლეობას 73 მაჟორიტარი ვერ ემსახურება და 15-20 მაჟორიტარი მოემსახურება? პრაქტიკულად, ხალხს ვერ შეხვდებიან და მათ რატომ ვატყუებთ“, – განაცხადა დავიტ ჭიჭინაძემ.